"კრისტალის" ბიზნეს სესხები მეწარმე ქალების მხარდასაჭერად

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

მეწარმე ქალებს ბიზნესის დაწყების, გაფართოებისა და განვითარებისთვის კაცების თანაბარი შესაძლებლობები რომ ჰქონდეთ, მსოფლიოს ეკონომიკა 7%-ით უფრო სწრაფად გაიზრდებოდა. რეალობა კი სხვაგვარია: ქალებს ფინანსურ რესურსებზე, მათ შორის ბიზნეს სესხებზე, ხელი ნაკლებად მიუწვდებათ.

ვინაიდან ბიზნეს სესხი დამატებითი თანხის მიღებისა და ინვესტირების ერთ-ერთი საუკეთესო შესაძლებლობაა, ამ პროდუქტით სარგებლობის ხელშეწყობა ქალთა მეწარმეობისა და წარმატების მნიშვნელოვანი ფაქტორია. ფინანსური რესურსების დაბალი ხელმისაწვდომობის ფონზე კი, განსაკუთრებით ღირებულია ის ბიზნეს სესხები და სერვისები, რომლებიც მეწარმე ქალების საჭიროებებს მაქსიმალურად ითვალისწინებს. მიკრო ბანკი "კრისტალი" სწორედ იმ ფინანსურ ინსტიტუტს წარმოადგენს, რომლისთვისაც ეს საჭიროებები და ზოგადად მეწარმე ქალების მხარდაჭერა ერთ-ერთი პრიორიტეტი და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მიმართულებაა.

ბიზნეს სესხების ხელმისაწვდომობა — გამოწვევა მეწარმე ქალებისთვის

მიუხედავად იმისა, რომ მეწარმე ქალები ერთ-ერთი ყველაზე პასუხისმგებლიანი და დაბალი რისკის მომხმარებლები არიან, მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც, ისინი არაერთ დაბრკოლებას აწყდებიან. ამ დაბრკოლებების გადასალახად, მნიშვნელოვანია, რომ ფინანსური სერვისები მეწარმე ქალების სპეციფიკურ საჭიროებებზე მაქსიმალურად მორგებული იყოს, ისინი ინფორმირებულები იყვნენ საბანკო პროდუქტებსა და სერვისებზე, მახასიათებლებსა თუ სპეციფიკაზე. ამავდროულად, აუცილებელია, რომ თავად ფინანსური ინსტიტუტებიც მეწარმე ქალების მიმართ მაღალ ინტერესს იჩენდნენ და მათ ბიზნესსაქმიანობებს სტერეოტიპული ხედვებით არ აფასებდნენ.

ქალები ბიზნესში საქართველოში იშვიათობას არ წარმოადგენს, თუმცა ისინი
უმეტესად მცირე საწარმოებს ხელმძღვანელობენ, საშუალო და მსხვილ ბიზნესებში კი ქალების მონაწილეობა საგრძნობლად დაბალია. მათი დიდი ნაწილი ბიზნესის დაწყების ყველაზე დიდ ბარიერად ფინანსებზე წვდომას მიიჩნევს. საგულისხმოა, რომ ბევრი ქალი საერთოდ უარს ამბობს ბიზნეს სესხის აღებაზე, რადგან ნაკლები ინფორმირებულობის გამო, არჩევანის გაკეთება უჭირს და თან გარისკვას ერიდება ქალებისთვის რთულია ბანკების მოთხოვნების დაკმაყოფილებაც: გენდერული სტერეოტიპებით სავსე გარემოში ისინი ქონებას ნაკლებად ფლობენ, უზრუნველყოფისთვის კი დანაზოგებისა და ძვირფასეულობის გამოყენება უწევთ. აქედან გამომდინარე, საქართველოში ბიზნეს სესხების მომხმარებლების უმეტესობა კაცია.

შედეგად, ქალები კარგავენ შესაძლებლობებს, განავითარონ საკუთარი ბიზნესი, შექმნან სამუშაო ადგილები, გააძლიერონ არა მარტო საკუთარი ოჯახები, არამედ თემები და მთლიანად ქვეყნის ეკონომიკა.

მიკრობანკი "კრისტალი" მეწარმე ქალების მხარდასაჭერად

მეწარმე ქალების დაფინანსება და ხელშეწყობა დაარსების დღიდან "კრისტალის" ბიზნესსაქმიანობისა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელოვანი ნაწილია. მიკრობანკის მომხმარებლების 60% ქალია, რომელთა უდიდესი ნაწილი საქართველოს რეგიონებში საქმიანობს. შესაბამისად, მეწარმე ქალები კომპანიისთვის მკაფიოდ გამოკვეთილი, სტრატეგიული სეგმენტია. ამავდროულად, ეს სტატისტიკა ადასტურებს, რომ თავად მეწარმეებისთვისაც მიკრობანკი "კრისტალი" სანდო და მაღალი რეპუტაციის მქონე ფინანსური ინსტიტუტია.

ქალებს, რომლებიც სხვადასხვა მასშტაბის საქმიანობებს უძღვებიან, "კრისტალი" მრავალფეროვან, მათზე მორგებულ პროდუქტებსა და სერვისებს სთავაზობს. ეს ფაქტორი მომსახურების ხარისხსაც ზრდის, სანდოობასაც და მომხმარებლების კმაყოფილებასა თუ წარმატებაზეც პოზიტიურად აისახება.

საგულისხმოა, რომ "კრისტალის" მიდგომა და სტრატეგია ითვალისწინებს მეწარმე ქალთა მხარდაჭერას, რაც ტრენინგებსა და მენტორინგს, ღირებული პრაქტიკული ცოდნის გაზიარებას, საჭირო კონტაქტების დამყარებას, პიროვნული და პროფესიული უნარების განვითარებაში ხელშეწყობას გულისხმობს. ამ პროცესში აქტიურადაა ჩართული "კრისტალის" მენეჯმენტიც. მიკრობანკის ლიცენზიის მიღების შემდეგაც მეწარმე ქალების მხარდაჭერა კომპანიის სტრატეგიულ მიმართულებად რჩება, სამომავლოდ კი საბანკო ტრანსფორმაცია მეტი შესაძლებლობის შექმნის საშუალებას იძლევა.

"კრისტალის" ბიზნესსესხები მეწარმე ქალებისთვის

მეწარმე ქალებს "კრისტალი" მათ ბიზნეს სესხსა და სტარტაპ სესხს სთავაზობს. აღსანიშნავია, რომ ორივე მათგანი ზედმიწევნით ითვალისწინებს იმ საჭიროებებს, რომლებიც მეწარმე ქალებს აქვთ.

ბიზნეს სესხი მაქსიმუმ 72 თვემდე ვადით გაიცემა, მისი მაქსიმალური თანხა კი 300 000 ლარია. საპროცენტო განაკვეთი ამ პროდუქტის შემთხვევაში 18%-დან იწყება, ხოლო ეფექტური — 22%-დან. 100 000 ლარამდე ბიზნეს სესხზე არ მოითხოვება არც უზრუნველყოფა და არც თავდებობა.

რაც შეეხება სტარტაპ სესხს, მისი მაქსიმალური ოდენობა 100 000 ლარია, ვადა კი — 48 თვე. პროდუქტის საპროცენტო განაკვეთი 18%-დან იწყება, ხოლოდ ეფექტური საპროცენტო განაკვეთი — 22%-დან. სტარტაპ სესხის გამორჩეული მახასიათებელი ბიზნესშემოსავლებზე მორგებული გრაფიკია. ამას გარდა, სტარტაპ სესხი მეწარმე ქალებს საშუალებას აძლევს, საკუთარი იდეები რეალობად აქციონ და, ამავდროულად, საჩუქრად მიიღონ ტრენინგ კურსი "კრისტალის" გამოცდილი ექსპერტებისგან. პრაქტიკული და თეორიული სწავლება მათ პიროვნული და სამეწარმეო უნარების დახვეწაში ეხმარება.

ამ პროდუქტებით სარგებლობის შემთხვევაში, მეწარმე ქალები მათ საჭიროებებზე მორგებულ, მაღალი ხარისხის ფინანსურ მომსახურებას იღებენ. ბიზნეს სესხზე განაცხადის გაკეთება შესაძლებელია "კრისტალის" ფილიალებში ვიზიტით, ტელეფონის ნომერზე 032 202 20 20 დარეკვით, ან ვებგვერდზე განაცხადის შევსებით.