Awarify თანამედროვე და ინოვაციური პლატფორმაა, რომელიც კომპანიებს გლობალურ გამოწვევებთან გამკლავებაში ეხმარება

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"თანამედროვე კომპანიებისთვის ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევა ძლიერი შესაბამისობის კულტურის შექმნაა. PwC-ის 2025 წლის გლობალური შესაბამისობის კვლევის მიხედვით, კომპანიების 48% ამ პროცესში გადამწყვეტ ფაქტორად თანამშრომლების ცნობიერების ამაღლებასა და კომუნიკაციას მიიჩნევს", – გენადი შამუგია, Awarify-ის თანადამფუძნებელი და გენერალური დირექტორი.

როგორც გენადი აღნიშნავს, გამოცდილება აჩვენებს, რომ ბევრ ორგანიზაციაში ცნობიერების ამაღლების პროგრამა ნაკლებად ეფექტიანია. თანამშრომლები მათში ხშირად მხოლოდ ფორმალობისთვის მონაწილეობენ, ვერ ახერხებენ საჭირო ცოდნის შეძენას, ხოლო კომპანიის მიერ მომზადებული მასალა თანამედროვე, სწრაფად ცვალებად სამყაროში მალე ძველდება.

"ამას ემატება ისიც, რომ კომპანიებს არ ჰყოფნით რესურსები სასწავლო მასალის ეფექტიანობის გაუმჯობესებისა და დროულად გაახლებისთვის. შედეგად თანამშრომლები ვერ იცავენ მოქმედ წესებს, რაც ზრდის შესაბამისობისა და უსაფრთხოების რისკებს, იწვევს ინციდენტებს, რეპუტაციულ და ფინანსურ ზარალს".

Awarify არის თანამედროვე და ინოვაციური პლატფორმა, რომელიც ეხმაურება ზემოხსენებულ საჭიროებებს. მისი საშუალებით კომპანიებს შეუძლიათ მიიღონ:

  • მუდმივად გაახლებადი ბიბლიოთეკა – მზა, პრაქტიკული და ინტერაქციული სატრენინგო მოდულები, რომლებიც ეხმარება ნებისმიერ თანამშრომელს, მარტივად დაეუფლოს რთულ რეგულაციებს, პროცესებსა და უსაფრთხოების პრაქტიკებს.
  • პერსონალიზებული კონტენტი – ტრენინგები მორგებულია თანამშრომლის როლზე, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მის ჩართულობასა და მოტივაციას.
  • რეალური შედეგების გაზომვა – კომპანიებს შეუძლიათ მარტივად შეაფასონ განხორციელებული ინვესტიციიდან მიღებული სარგებელი (RoI), რაც გამოიხატება შესაბამისობისა და უსაფრთხოების გაუმჯობესებაში.

Awarify-ის დახმარებით კომპანიას შეუძლია შექმნას ძლიერი შესაბამისობის კულტურა, სადაც თანამშრომლები არა მხოლოდ იცნობენ მოქმედ წესებს, არამედ აქტიურად იცავენ ორგანიზაციის ინტერესებს, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას.

"იდეა ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილებიდან მომდინარეობს. როგორც ინფორმაციული უსაფრთხოების პროფესიონალებმა, წლების განმავლობაში ჩავატარეთ არაერთი ტრენინგი, აუდიტი და შეფასება. ამ პროცესში შევისწავლეთ კლიენტ კომპანიებში არსებული რეალობა, მათი თანამშრომლების საჭიროებები და დამოკიდებულება არსებული სასწავლო მიდგომების მიმართ.

აღმოვაჩინეთ, თუ რა მოსწონთ და რა ხდება მოსაწყენი თანამშრომლებისთვის, რა მოთხოვნები აქვთ მენეჯერებს და რა ასპექტებს ანიჭებენ უპირატესობას აუდიტორები. სწორედ ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით, გადავწყვიტეთ, რომ ეს ცოდნა გაგვეერთიანებინა ერთ პლატფორმაში და შეგვექმნა პროდუქტი, რომელიც ყველა დაინტერესებული მხარის მოთხოვნას სრულად დააკმაყოფილებდა", – ნინო გოშხეთელიანი, Awarify-ის თანადამფუძნებელი.

ნინო მიიჩნევს, რომ ქართულ ბაზარზე ინოვაციური ტექნოლოგიური პროდუქტის შექმნა ყოველთვის დიდ რისკთან არის დაკავშირებული, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ისეთ სპეციფიკურ სფეროებს ეხება, როგორიცაა შესაბამისობა და კიბერუსაფრთხოება.

"ვიცით, რომ ჩვენი ინიციატივა ბაზრისთვის სიახლეს წარმოადგენს, თუმცა გვჯერა, რომ ვავითარებთ ისეთ პროდუქტს, რომელიც მომხმარებლებისთვის არა მხოლოდ საჭირო, არამედ განსაკუთრებით ღირებული იქნება".

Awarify-ის ტექნიკური დირექტორი, ნუგო ნატროშვილი ასევე იხსენებს, რომ ყველაზე დიდი გამოწვევა იყო პლატფორმის ისე აწყობა, რომ ერთდროულად დაეკმაყოფილებინა ყველა დაინტერესებული მხარის მოთხოვნები, რათა პლატფორმა ყოფილიყო:

  • მარტივი და საინტერესო თანამშრომლებისთვის, რაც გაზრდიდა მათ ჩართულობას.
  • ინტუიციური და ეფექტიანად მართვადი მენეჯერებისთვის, რაც გააადვილებდა სასწავლო პროცესის დაგეგმვასა და წარმართვას.
  • აღჭურვილი აუდიტორებისთვის საჭირო მტკიცებულებების მარტივად გენერირების უნარით, რაც უზრუნველყოფდა შესაბამისობასა და მის დადასტურებას.

"თავდაპირველად ეს ამოცანა თითქმის გადაუჭრელად გვეჩვენებოდა, მაგრამ საბოლოოდ ამ ბალანსის მიღწევა ჩვენი ყველაზე დიდი წარმატება გახდა. ჩვენი საქმიანობის მთავარი ინსპირაცია ორ კომპონენტს აერთიანებს.

ერთი ეს არის ბაზარზე არსებული რეალური საჭიროება. ყოველდღიურად ვხედავთ, რომ კომპანიებს უჭირთ შესაბამისობის უზრუნველყოფა, მათ შორის, კიბერუსაფრთხოების კუთხით. მაგალითად, ისინი ვერ ახერხებენ ისეთ გავრცელებულ საფრთხეებზე ცნობიერების ამაღლებას, როგორიცაა ფიშინგი, რადგან არ აქვთ თანამშრომლებისთვის განკუთვნილი ეფექტიანი სატრენინგო პროგრამა.

ჩვენი მიზანია, შევცვალოთ ეს რეალობა და დავეხმაროთ კომპანიებს, რომ მათი ადამიანური კაპიტალი აღჭურვონ სათანადო ცოდნითა და უნარ-ჩვევებით, რაც მათ როგორც პროფესიულ, ისე პირად ცხოვრებაში გამოადგებათ.

მეორე კი არის გუნდური მუშაობა. დიდი ინსპირაციაა, როდესაც ხედავ, რომ გუნდის ყველა წევრი ერთიანდება საერთო მიზნის ირგვლივ და მოტივირებულია შექმნას საუკეთესო პროდუქტი. ეს ენერგია და მონდომება საბოლოოდ აისახება პლატფორმის ხარისხსა და ეფექტიანობაზე, რასაც ჩვენი მომხმარებლებიც გრძნობენ".

Awarify უახლოესი ერთი წლის განმავლობაში გეგმავს მომხმარებლების უკუკავშირის საფუძველზე პლატფორმის ყოველდღიურ ოპტიმიზაციას. გუნდის გაფართოებასა და ახალი სატრენინგო მოდულების დამატებას შესაბამისობის სხვა მნიშვნელოვან სფეროებშიც, მაგალითად ESG, AML/anti-fraud, პერსონალურ მონაცემთა დაცვა და სხვა. ახალი პარტნიორული ურთიერთობების დამყარებასა და გავლენის გაფართოებას რეგიონში.

"საბოლოო ჯამში, ჩვენი უმთავრესი მიზანია, შევქმნათ გარემო, სადაც სწავლა იქნება არა მოსაწყენი ვალდებულება, არამედ ინტერაქტიული, სასიამოვნო და დასამახსოვრებელი გამოცდილება.

ჩვენი მიზანია, რომ Awarify გახდეს რეგიონში ლიდერი პლატფორმა, რომელიც შესაბამისობისა და უსაფრთხოების ტრენინგებში საუკეთესო გამოცდილებას შესთავაზებს მომხმარებლებს".